standart

მერჩენდაიზერი

16 აპრილი - 16 მაისი
დეტალები
მისამართი
თბილისის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:30 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

MS holding - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო  სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედდნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად

"MS Holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს  მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.


რისი გაკეთება მოგიწევს


  • შეთანხმებული მარშუტის მიხედვით ობიექტებზე ვიზიტი;
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელისათვის რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები


  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მცირედი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ფლობა;

სამუშაო პირობები:


  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი:  09:30 – 18:00 , ორი დღე დასვენება;
  • ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი

 

  ჩვენ გთვაზობთ:


  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV


მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

კატეგორია
სხვა
სოციალური ქსელები
16 აპრილი - 16 მაისი