საერთაშორისო გადამზიდი კომპანია "TRANSPORTAL'' - ახორციელებს გადაზიდვებს, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებიდან (იმპორტი / ექსპორტი), მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას, საბაჟო პროცედურების ჩათვლით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება, არსებული მომსახურების / სერვისების შესახებ ინფორმირება/შეთავაზება
- პოტენციურ დამკვეთებთან, როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი კომუნიკაცია/შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
- დამკვეთებთან ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება, შემდგომში გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სატელეფონო გაყიდვების კუთხით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება გადაზიდვების სფეროში გამოცდილ კანდიდატებს.
- უცხო ენები: ინგლისური.
- მოლაპარაკებების წარმოების ცოდნა/გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
- შედეგებზე ორიენტირებული
- მოლაპარაკებების / შეხვედრების დაგეგმვის უნარი
- პრეზენტაციის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის, კონკრეტულად კი, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1,000 ლარი + ბონუსი თითოეული გაყიდვიდან
კომპანია აუცილებლად გაუზიარებს შესაბამის ცოდნას კანდიდატს, რომელიც იქნება შერჩეული აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!