შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მიწოდების დამხმარის პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და გადაზიდული ტონაჟის მიხედვით(800-დან-1200 ლარამდე).
კვარტალური ბონუსი, ყოველ 4 თვეში ერთხელ.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მიწოდება;
დადგენილი სტანდარტის მიხედვით, პროდუქციის წარმოდგენა;
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
ტესტირება, ლოგიკური და დაკვირვებულობასთან დაკავშირებული
შეხვედრა, ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
დაინტერესებული პირებს სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-NqfsrT
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 599489229
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
https://www.ids-borjomi.ge/
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.