standart

სალომბარდე აუდიტის სპეციალისტი

08 მაისი - 23 მაისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში.


მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)


საქმიანობის აღწერა:


  • კომპანიის თბილისისა და რეგიონალურ ფილიალებში მიღებული ძვირფასი ნივთების აუდიტი და შესაბამისი აღრიცხვა;
  • შეფასების სტანდარტებისა და პროცედურების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა ექსპერტ-შემფასებლებისთვის;
  • სალომბარდე ნაწილში, პროცედურული დარღვევებისა და პრობლემების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და კონტროლი;
  • ექსპერტ-შემფასებლების პერიოდული ტრენინგების წარმოება, როგორც დისტანციურად, ასევე ფილიალში ვიზიტების სახით;
  • რეგიონულ ფილიალებში პერიოდული მივლინებები;
  • ფილიალებში  მიმდინარე პროცესების ფუნქციონირების შეფასება და ყოველდღიური კონტროლი, კომპანიაში შემუშავებული სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებაში.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:


  • საბანკო/მიკროსაფინანსო სფეროს სალომბარდე მიმართულებით, შესაბამის პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
  • ძვირფასი ლითონების, სინჯების პროფესიონალური ცოდნა, როგორც თეორიულად, ასევე - პრაქტიკულად; (ძვირფასი ლითონების შემფასებლის დამადასტურებელი სერტიფიკათი - სასურველია ძვირფასი თვლების ცნობა);
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:


  • მივლინებების სრულ ხარჯს აკმაყოფილებს კომპანია;
  • შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს ავტომობილითა და მართვის მოწმობით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ  გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ლინკზე:https://hel-ai.com/apply/afHCtqGe


"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!

კატეგორია
საბანკო-საფინანსო
სლოგანი
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
08 მაისი - 23 მაისი