საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა , ფერმა, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში „გრაფიკული დიზაინერის“ თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქციები:
- სოციალური მედიის პოსტების მომზადება;
- ციფრული მასალების დიზაინის მომზადება;
- ბეჭდვითი მასალებისთვის დიზაინის მომზადება (პოსტერები, ბანერები, ბროშურები, კატალოგები);
- პროდუქტის პრეზენტაციებისა და კატალოგების დიზაინი;
- გარე სარეკლამო მასალების დიზაინი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფოტო რედაქტირების საბაზისო ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
- მარკეტინგული სტრატეგიების გაგება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
სამუშაო განაკვეთი და პირობები :
- სრული: ორშაბათი - პარასკევი
- საათები: 10:00 – 18:00
- ახაზღაურება გამოცდილების შესაბამისად, შეთანხმებით.
- მის: თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N 113დ.
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
- შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."