პრემიუმი

ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერი

23 აპრილი - 23 მაისი
დეტალები
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პირობები:

  •  ხელფასი  კვალიფიკაციის შესაბამისად. 
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 
  •  სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი.
  •  მისამართი : თბილისი, ა.წერეთლის გამზირი N 113დ. 
პიროვნული თვისებები:

  •  გუნდურობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  პუნქტუალურობა;
  •  შრომისმოყვარეობა;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  კომპიუტერული პროგრამების ფლობა, უმაღლეს დონეზე (MS Excel, Word).
მოვალეობები:

  •  აქციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა/კონტროლი;
  •  ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
  •  კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.
  •  საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
  •  ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
  •  ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
  •  რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
  •  საქონლის ნაშთების კონტროლი.
  •  ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
  •  ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა.
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა, მათთან კომერციულ და სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება.
  • ასორტიმენტის ლიკვიდურობის და მომგებიანობის ანალიზი, მასზე დაფუძნებით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიების შესახებ რეკომენდაციის შემუშავება.
  • კომპანიის საერთო გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე მისი კატეგორი (ებ)ის ჭრილში გაყიდვების გეგმის შემუშავება და მათ შესასრულებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვა.
  • კონკურენტების კვლევა, ინფორმაციის ანალიზი და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
  • ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’
  • შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
23 აპრილი - 23 მაისი