standart

ხაზის კონსულტანტი

25 აპრილი - 25 მაისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1000-1300 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 17:00

ვაკანსიის აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი „ჯორჯიტა“ აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

სუპერმარკეტების ქსელი „ჯორჯიტა“ დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით.

https://georgita.ge/


სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალო. 

ფილიალები მდებარეობს: წერეთლის N87;  26 მაისის მოედანი/მიროტაძის N2; პოლიტკოვსკაიას ქ. N29; ცინცაძის ქ. N26; შროშის ქ. N2                                 

სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე. 09:00-17:00/14:00-22:00 (ცვლების მიხედვით). შესვენება დღეში 1 სთ.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1300 ლარი + ბონუსი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 


  • მიღებული პროდუქციის დახლზე განლაგება შესაბამისი ფასმაჩვენებლებით და სარეალიზაციოდ გამზადება;

  • მომხმარებლისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.

  • მერჩენდაიზინგის დადგენილი წესების დაცვა, პროდუქციის მუდმივი კონტროლი და შევსება;

  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა და კონტროლი; 

ძირითადი მოთხოვნები:


  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


თუ ხართ მზად იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)

ან დაგვიკავშირდით 595052815


გისურვებთ წარმატებებს!


„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „ევროლაინმა“ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“


25 აპრილი - 25 მაისი