მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, დღის და ღამის ცვლების პრინციპით
ანაზღაურება: თვეში 900 ლარიდან + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა
სამუშაო აღწერილობა:
- ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- საბანკო გადარიცხვები;
- საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზებაში აქტიური მონაწილეობა;
- კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტური კომუნიკაცია.
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით: vacancy@intelexpress.ge
გისურვებთ წარმატებას!