კომპანია ვანილის სახლი აცხადებს ვაკანსიას ბარისტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მოსახურება;
- ყავის და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
- დახლზე მზა პროდუქტის დალაგება/წარმოჩენა და რეალიზაცია;
- დესერტების, სენდვიჩების, ჰოთ დოგების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება ბარიდან გასატანად;
- შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
- საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები:
- ყავის/ფრეშების, სმუზების და კოქტეილების მომზადების გამოცდილების ქონა;
- საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საკუთარი დროისა და რესურსების მართვის უნარი;
- კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
- სისხარტე და მოქნილობა
- ღიმილი
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია.
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე
განაკვეთი: 09:00-დან 16:00 სთ-მდე ან 16:00-დან 23:00 სთ-მდე, კვირაში 7 სამუშაო დღე. შესაძლებელია ცვლების გადანაწილება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდით: 599474854