პრემიუმი

დამხამრე თანამშრომელი (რუსთავი)

29 აპრილი - 29 მაისი
დეტალები
მისამართი
30 დავით გარეჯის ქუჩა, რუსთავი
ხელფასი
800-1000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს „კავკასფექი“ ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი  ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა.  თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.

2010 წლიდან ,,კავკასფექმა’’ საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.

დღესდღეობით  კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის.   ამჟამად ,,კავკასფექის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში. 


 ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია   "კავკასფექი"  აცხადებს ვაკანსიას  საწარმოში დამხამრე თანამშრომლის პოზიციაზე

პირობები:


ლოკაცია:  ძველი რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30

სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო ცვლები

  • 2 დღე - დღის ცვლა 12 საათი.

  • 2 ღამე - ღამის ცვლა 12 საათი.

  • 2 დღე - დასვენება.

ჩვენ გთავაზობთ:


  • ჯანსაღ და მეგობრულ გარემოს;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • კვებას;

  • FitPass;

ანაზღაურება:


  • სწავლების პროცესში პირველი თვე - 800 ლარი

  • მე- 2; მე- 3 თვე 800 ლარი + ბონუსი  500 ლარი;

  • მე - 4; მე-5; მე 6-თვე 900 ლარი + ბონუსი 500 ლარი;

  • მე - 7 თვიდან 1000 ლარი + ბონუსი 500 ლარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საშუალო განათლება;

  • სასურველია  მცირე სამუშაო გამოცდილება მაგრამ არა სავალდებულო;

ძირითადი მოვალეობები:


  • წარმოების პროცესში გამოშვებული პროდუქციის დაფასოება და ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგი;

  • დაფასოებოლი პროდუქციის მუყაოს ყუთებში ჩალაგება და  შესაბამისი სტიკერით მონიშვნა.

  • წარმოებაში გამოყენებული მასალების ჩანაწერის განხორციელება

  • სამუშაო ადგილის წესრიგის უზრუნველყოფა.


დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე

29 აპრილი - 29 მაისი