სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო აფიშაში, დემი შეფი მონაწილეობას იღებს კერძების მომზადების პროცესში, შეფის ზედამხედველობით, იცავს საკვების მომზადებისა და პრეზენტაციის მაღალ სტანდარტებს.
ძირითადი მოვალეობები:
შეკვეთების შესრულება მაღალი ხარისხით, რეცეპტების შესაბამისად;
ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.
მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
კულინარიული სკოლის ან შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხარისხი/დიპლომი ჩაითვლება უპირატესობად;
გუნდური მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
საკვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების ცოდნა;
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)