standart

მთავარი ბუღალტერი

29 აპრილი - 29 მაისი
დეტალები
მისამართი
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშაში, მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელია კომპანიის ბუღალტრული პროცესების გამართვაზე

ძირითადი მოვალეობები:


  • კომპანიის საბუღალტრო პროცესების გამართვა და სტრუქტურიზება.

  • სასტუმროს სტანდარტებთან, პოლიტიკასთან და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • ანგარიშის ბალანსების საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სტანდარტების მიხედვით გადამოწმება;

  • ბუღალტრული გატარებების სწორად შესრულება, კონტროლი და ზედამხედველობა;

  • საგადასახადო დეკლარაციების დროული და ზუსტი მომზადება და წარდგენა;

  • კომპანიის ფინანსური პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ადგილობრივ კანონმდებლობასა და IFRS სტანდარტებთან;

  • შიდა ბუღალტრული პროცედურების განვითარება და ოპტიმიზაცია.

მოთხოვნები:


  •  უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით

  • არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

  • სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • IFRS სტანდარტების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ..

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


მისამართი
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
29 აპრილი - 29 მაისი