IT კომპანია სინტაქსი (www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში:
ჩვენ გთავაზობთ:
გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას;
სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას;
გაყიდვების პროცესის საფუძვლიანად შესწავლას;
ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას;
სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.
სტაჟიორს შეხება ექნება შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებთან:
გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიური გაყიდვების პროცესში;
პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზების განახლება;
პოტენციურ კლიენტებთან პირველადი ზარის განხორიელება და შეხვედრების ჩანიშვნა;
გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ლიდების გენერირების პროცესში.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
პრეზენტაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირების უნარი;
ორგანიზებულობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
ლოკაცია: ქ.თბილისი, დიღომი, ა. ბელიაშვილის 145ა;დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.