ივერია ბიჩი ეძებს სერვისის სუპერვაიზერს, რომელიც იზრუნებს უმაღლესი სტანდარტის მომსახურებაზე და გუნდის ეფექტურ მართვაზე. თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული, შემოგვიერთდი შთამბეჭდავ გარემოში, სადაც ზაფხული სხვანაირად იგრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
მომსახურების სტანდარტების მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესება
გუნდის ყოველდღიური მენეჯმენტი, მოტივაცია და მხარდაჭერა
გადაუდებელი სიტუაციების ეფექტურად მართვა
სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა და უკუკავშირის მიღება/გადამუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ჰოსპიტალიტის სფეროში ან მსგავს პოზიციაზე
ლიდერული უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ინიციატივიანობა
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია (სხვა ენები – დამატებითი უპირატესობა)
რას გთავაზობთ:
პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს
ღირსეულ ანაზღაურებას
შესაძლებლობას, ზაფხული გაატარო შთამბეჭდავ გარემოში შავი ზღვის სანაპიროზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე