standart

მძღოლი

02 მაისი - 01 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:30 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან  ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე.  პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.

„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.

www.iciparis.ge; https://www.linkedin.com/company/iciparis/

 

 „ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  მძღოლის პოზიციაზე


პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი -  09:30-18:00 სთ (1 სთ შესვენება)

 

   ძირითადი მოვალეობები:


  • ონლაინ შეკვეთილი პროდუქციის დროულად ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით;
  • თანამშრომელთა გადაადგილების უზრუნველყოფა დროულად და უსაფრთხოდ;
  • პროდუქციის ტრანსპროტირება დანიშნულების ადგილამდე;
  • ავტომობილის ტექნიკურად გამართულობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2 ივნისი,  2025 წ.


გისურვებთ წარმატებას!

 

"აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ, როგორც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში მოქმედმა მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ამავე კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს „ჰელიო აი“ (ს/კ: 406404163) იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით შენახვა და მათი მაქსიმალური დაცვა. შპს "ჰელიო აი" (ს/კ 406404163), მოქმედი, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით."

მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
02 მაისი - 01 ივნისი