ივერია ბიჩი, ბათუმი ეძებს პროფესიონალებს სამზარეულოს გუნდში!
თუ გიყვარს დინამიკური გარემო, გაქვს პროფესიონალური სტანდარტებით მუშაობის სურვილი და ხარ გუნდური მოთამაშე – შენთვის გვაქვს რამდენიმე პოზიცია ღია:
სუ-შეფი (Sous Chef)
შეფ დე პარტიე (Chef de Partie)
დემი შეფ დე პარტიე (Demi Chef de Partie)
კომი შეფი (Commis Chef)
რას გთავაზობთ:
კონკურენტული ანაზღაურება
მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო
მზარდი და სტაბილური გუნდი
მაღალი ხარისხის სტანდარტებით მუშაობის შესაძლებლობა
რას ველით შენგან:
შესაბამის პოზიციაზე გამოცდილება (სუ-შეფისა და შეფ-დეპარტიეს შემთხვევაში აუცილებელია)
ჰიგიენის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა
ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
გუნდური თანამშრომლობის უნარი
პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი