კომპანია „კანტი“ აცხადებს
ვაკანსიას, „სარეკლამო მატერიალების სპეციალისტის“ პოზიციაზე.
პოზიცია: სარეკლამო მატერიალების სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
- სარეკლამო კომპანიებთან და სტამბებთან ურთიერთობა, ახალი კომპანიების
მოძიება, ტენდერის გამოცხადება, სხვადასხვა პროექტის თუ კამპანიის ჭრილში.
ფასების გამოკითხვა; საუკეთოსო ფასის და ხარისხის თანაფარდობის შერჩევა.
- სარეკლამო თუ სხვა ანალოგიურ კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება,
შესყიდვის პირობების შეთანხმება. მოცემულ კომპანიებთან მატერიალების ხარისხის
შემოწმება.
- შეკვეთის ჩაბარების ვადების კონტროლი და აღრიცხვა.
- კანტში არსებული დეპარტამენტებისგან მიღებული შეკვეთების დამუშავება
და შეკვეთა.(სტიკერები, გარე ბანერები, სარეკლამო მასალები, მენიუები,
მაისურები და ა.შ.) შესაბამის დეპარტამენტთან უკუკავშირი შესასრულებელ
სამუშაოსა დამზადების ვადების შესახებ; ინფორმაციის მიწოდება კოლეგებთან.
- დიზიანერთან
კოლაბორაცია სხვადასხვა შეკვეთებზე: რესტორნის ან ბარის მენიუ, გარე ვიზუალი,
ივენთის ვუზუალი, სადგამი სარეკლამო მატერიალი და ა.შ. (დიზაინერთან სრული,
დამუშავებული და დაზუსტებული, ინფორმაციის მიწოდება.)
- ბრენდ მენეჯერების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალი თუ
არსებული ანოტაციების (ეტიკეტების) დამუშავება, დიზაინერისათვის და
კონსულტანტისთვის გადაგზავნა, პროცესის მათთან ერთად დასრულება. შესაბამისი
ანოტაციების შეკვეთა და მოწოდების ვადების კონტროლი.
- ივენთების დაგეგმარებაში ჩართულობა, მოთხოვნილი მატერიალების შექმნაში
მონაწილეობის მიღება, შეკვეთა და ლოკაციაზე მიწოდების ორგანიზება, აქტიური
პროექტებიდან გამომდინარე.
- ხარჯთაღრიცხვის წარმოება პროექტების ჭრილში;
- რეპორტის გაგზავნა ყოველთვიურად, შესრულებული სამუშაოების შესახებ.
მოთხოვნები:
- ანალოგიურ ან მომიჯნავე
პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 10:00 – 18:00 (მოიცავს 1
საათიან შესვენებას)
სახელფასო განაკვეთი: 1700 ლარის ოდენობით (ფიქსირებული, ხელზე ასაღები)
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
- ფიტპასი
- ულიმიტო სასაუბრო პაკეტი
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
- 3 ანაზღაურებადი Day Off
- მოსაწვევები კომპანიის მიერ
დაორგანიზებულ ივენთებზე (Open Air, მუსიკალური საღამოები და სხვ)
- დაბადების დღის საჩუქარი
- კორპორატიული ღონისძიებები (საჩუქრებით და გათამაშებებით)
- 30 % - იანი ფასდაკლება ამბოლში
დაინტერესების შემთხვევაში
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რეზიუმე
გისურვებთ წარმატებებს!