ჩვენი კომპანია უკვე 4 წელზე მეტია ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე , ჩვენ ვყიდით და ვაქირავებთ უძრავ ქონებას თბილისის მასშტაბით .
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მუდმივად მზარდი პროცენტი
- ჰიპერმეგობრული სამუშაო გარემო
- შეგასწავლით საქმეს ნულიდან, ადგილზე
- გადამზადების კურსები, ტრენინგები
- მაღალი შემოსავალი
- სამუშაო ლეპტოპი, კორპორატიული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო დრო
- სტაფზე მორგებული გრაფიკი, წესები და პირობები
- თავისუფალი კომუნიკაცია და შეუზღუდავი იდეები
- სწავლის და განვითარების მუდმივი შესაძლებლობები
- შესაძლებლობა გახდე ატესტირებული უძრავ ქონებაში
ის, რაც გამოგადგებათ:
- გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით
- ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- გამოცდილება გაყიდვებში
- გამოცდილება შეხვედრების დაგეგმარებასა და წარმართვაში
- დროის მენეჯმენტის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომპიუტერული უნარები, მარტივი საოფისე პროგრამები (word, excel)
ის, რაც დაგევალებათ:
- ყოველდღიური კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან
- ცივი ზარები (და არამხოლოდ ცივი)
- შეხვედრების ორგანიზება
- ფოტო/ვიდეო გადაღება და მონტაჟი
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.