"sisauri grinders" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.
სისაური გრაინდერსი წარმოადგენს თანამედროვე ყავის მაღაზიათა ქსელს, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია ხარისხზე, მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებასა და პროფესიონალიზმზე. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მომხმარებლებს არამარტო მაღალი ხარისხის ყავა, არამედ კომფორტული და თბილი გარემო, სადაც ყოველი ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა.
ამ ეტაპზე ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, ყავისა და სხვა სასმელების მომზადებაზე, ასევე პროდუქციის შეთავაზებასა და კონსულტაციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- ყავის და სხვა სასმელების მომზადება დადგენილი რეცეპტურის მიხედვით;
- პროდუქციის გაცნობა და შეთავაზება მომხმარებლებისთვის;
- შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო პირობები:
- მოქნილი გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
- ანაზღაურებადი სტაჟირება 650ლ;
- ბარისტა-კონსულტანტის ანაზრაურებაა 900ლ + ბონუსი;
ამ ეტაპზე ვაკანტური ადგილები გვაქვს:
ფილიალები:
- რუსთავი - სავაჭრო ცენტრი რუსთავი მოლი;
- გლდანი - გლდანი მოლი, გლდანი სითი მოლი;
- საბურთალო - ცინცაძის 12 (აქსის შოპინგი); ალექსანდრე ყაზბეგის 24;
- ც.დადიანის 7 (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა);
- ივერთუბანი - ნიკოლოზ ხუდადოვის 169;
- ა.თვალჭრელიძის 2 (ისთ-ფოინთი);
- დინამო- ცაბაძის 8 ;
დაინტერსების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 592144340 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.