პრემიუმი

იურისტი/ადვოკატი

05 მაისი - 10 ივნისი
დეტალები
მისამართი
9 ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-1500 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

უსაფრთხოების კომპანია G4S  აცხადებს ვაკანსიას - იურისტი/ადვოკატის პოზიციაზე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
  • შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება; 
  • სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
  • სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.   
  • ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება; 
  • კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და  სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება; 
  • ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
  • სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
  • სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა (აუცილებელია)
  • იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი - 1000 - 1500 ლარი.

(კანდიდატის სამუშაო და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე განიხილება მაღალი სახელფასო განაკვეთიც)

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები.

CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
ადვოკატის მოწმობის ასლი

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ ინფორმაცია: Hr@g4s.ge
მისამართი
9 ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 მაისი - 10 ივნისი