პრემიუმი

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

07 მაისი - 06 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Citrus.ge - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია “ციტრუსი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. 

რისი კეთება მოგიწევს:

  • შემომავალ ზარებზე პასუხი, საჭიროებისამებრ შესაბამის განყოფილებასთან დროული გადამისამართება;
  • მომხმარებელთათვის მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;  
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
  • კომპანიის ვებ-გვერდებზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა და მომხმარებლისთვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • პრობლემური შემთხვევების ეფექტური მართვა; 
  • პარტნიორი საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლის ინფორმირება.
რისი ცოდნა დაგჭირდება:

  • იყო სტუდენტის ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში,  ქოლ-ცენტრში / მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება/წერილობითი კომუნიკაცია.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
საჭირო უნარები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი ცვლებში- კვირაში 6 დღე. ხუთი 6 საათიანი ცვლა, ერთი 3 საათიანი ცვლა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები).
ჩვენ ასევე  გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით; 
  • მეგობრულ, პროფესიონალურ გარემოსა და საინტერესო სამუშაო პროცესს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - www.citrus.ge

თქვენს მიერ რეზიუმეს  გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.   ანიჭებთ შპს ციტრუსს” უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 


გისურვებთ წარმატებას!


კატეგორია
საცალო ვაჭრობა
მისამართი
დავით გამრეკელის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
07 მაისი - 06 ივნისი