საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში - დისტრიბუტორის თანამდებობაზე:
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- ფიქსირებულ ხელფასს
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
- გადატვირთვებთან მიბმულ ბონუსს
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- Fit-Pass
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვბლება უპირატესობად.
- ქუთაისი და ზუგდიდის უბნების ცოდნა.
- უძრავი ან მოძრავი (ავტომობილი ) ქონებით უზრუნველყოფა - მუშაობის დასაწყებად.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა
- დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
- უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
- ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
- უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."