სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორ-დისტრიბუტორი
კომპანია „მედკორი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე სტომატოლოგიის/დენტალის
მიმართულებით, თბილისსა და რეგიონებში.
„მედკორი“ (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023 ) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი,
რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს სპეციფიკური დანიშნულების თანამედროვე სამედიცინო
პროდუქტებს (მიმართულებები: კლინიკა-ჰოსპიტალები, ინექციური კოსმეტოლოგია და სტომატოლოგია).
პოზიციის აღწერილობა:
- პროდუქტების შესწავლა;
- სტომატოლოგიური
კლინიკების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კომუნიკაციის დაგეგმვა;
- პროდუქციის
პრეზენტაცია და სამიზნე კლინიკების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება;
- მომხმარებლებისგან
მიღებული უკუკავშირის გაცნობა გუნდისთვის და ბიზნესის ზრდის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის
მიღება;
- საერთაშორისო
გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
- გაყიდვების
ოპტიმიზაციის მიზნით საინტერესო ინიციატივების გამოჩენა;
მოლოდინები კანდიდატის
მიმართ:
- უმაღლესი
განათლება (სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება, თუმცა არა აუცილებელი);
- კორპორატიული
გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანია;
- სასურველია
ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- დამარწმუნებული
კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მიზანდასახული
და პროგრესული;
- გუნდური
მოთამაშე;
- მართვის
მოწმობა (B კატეგორია);
- საკუთარი
ავტომობილი;
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება:
საშუალოდ 2000-2500+ ლარი (ბონუსების ჩათვლით);
- ულიმიტო
საკომუნიკაციო პაკეტი;
- სამუშაო
დრო: 40 საათი კვირაში;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი
მონაცემები.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!