standart

პროდუქციის მიმთვლელი

08 მაისი - 07 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop  და AFFLELOU. 

გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!

კომპანია “გეფა” აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მიმთვლელის პოზიციაზე 

ადგილმდებარეობა:  ქ.თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13 
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მისათვლელი პროდუქციის დროულად, დადგენილი პროცედურების მიხედვით უშეცდომოდ მითვლა;
  • პორტატული ხელის კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნვეყოფის საშუალებით მის პასუხისმგებლობაში არსებული დავალებების შესრულება. 
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა.
  • დაკვირვების უნარი
კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:

  • სატრანსპორტო მომსახურებას მეტრო სარაჯიშვილიდან და უკან
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კვების დაფინანსებას
  • ფიტპასი
დაინტერესებულმა და მოტივირებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50. 

„გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: 
კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; 
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com. 
სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

08 მაისი - 07 ივნისი