შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
პროდუქტის კატეგორიის განვითარების სტრატეგიის მორგება ადგილობრივი ბაზრის რეალობისთვის და შესრულება;
მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შესაქმნელად;
გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
მომგებიანობის ანალიზი და ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაცია;
კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი;
მომწოდებლებთან კომერციულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი;
შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, შეკვეთები, გაყიდვები, სწავლება) მჭიდრო კომუნიკაცია
პრომო აქტივობების დაგეგმვა და ა.შ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.