პრემიუმი

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

14 მაისი - 13 ივნისი
დეტალები
მისამართი
მცხეთა-მთიანეთი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"Hiteco Group" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული სწავლებების გრაფიკის შედგენა, ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაცია და მათი მითითებების/რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების მომსახურე კომპანიის მიერ შედგენილი პრევენციული და რისკების შესამცირებელი ღონისძიებების შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:


  • მართვის მოწმობა (კატეგორია B);
  • სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:


  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

გარანტიები:


  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის   კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

მდებარეობა: სიონი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV 


გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com

14 მაისი - 13 ივნისი