პრემიუმი

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი

14 მაისი - 13 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა


სამშენებლო კომპანია ჰიტეკო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.


კომპანიის შესახებ:


სამშენებლო კომპანია ჰიტეკო ჯგუფი  ფუნქციონირებს 2018 წლიდან.     

   

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება ორი ძირითადი მიმართულებით:


  • სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება;
  • სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება

კომპანიის მთავარი მიზანია, მისი პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდითსაქმე შეასრულოს შეთანხმებულ ვადებში და უმაღლესი ხარისხით.


სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

ანაზღაურება: შეთანხმებით - კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.


მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • კონსტრუქციული პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:


  • სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
  • სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ბიუჯეტისა და ვადების შესაბამისადშესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
  • მოთხოვნილი სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორეკერძოდრამდენად შეესაბამება მოთხოვნილი მასალების მოცულობა და სპეციფიკაცია ობიექტებზე საჭირო მასალების რაოდენობასა და სპეციფიკაციას;
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების სიღრმისეული  მონიტორინგი;
  • სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული            სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლიშესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალიტაბელი და სხვ.);
  • ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა;
  • ხარჯების ოპტიმიზაცია;

აუცილებელი უნარები:


  •  სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა და ენთუზიაზმი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთგამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 


გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ,   მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com




14 მაისი - 13 ივნისი