შპს Sonniva Georgia აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია აზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
მოვალეობები:
ავეჯის აქსესუარების გაყიდვების სფეროში მითითებულ რეგიონში (ბათუმში) მომხმარებელთა ბაზის შექმნა, მართვა და განვითარება.
პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციით ახალი გაყიდვების შესაძლებლობების შექმნა.
არსებულ მომხმარებლებთან ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
რეგიონალური გაყიდვებთან დაკავშირებული რეგულარული ანგარიშგების წარდგენა.
პროდუქციის დემონსტრაციების, ნიმუშების მიწოდების და მომხმარებლებთან ვიზიტების ორგანიზება
გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების ანალიზის გათვალისწინებით
კომპანიის წარმომადგენლობა გამოფენებზე, ღონისძიებებსა და სარეკლამო ორგანიზაციებში
შეკვეთის პროცესების თვალყურის დევნება და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ავეჯის აქსესუარების ან სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
მაღალი კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარები, მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად.
მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
ავტომობილის მართვის თავისუფლად ცოდნა (B1 კატეგორია)
MS Office პროგრამების კარგად ცოდნა
სასურველია ინგლისური, რუსული ან თურქული ენების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე ასაღები თანხა + ბონუსი.
სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:00 – 18:00 საათი. შაბათი და კვირა - დასვენების დღეები.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV
წარმატებებს გისურვებთ!