ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო "ROOMS Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პურ-პროდუქტების და სხვა შეკვეთების არსებული რეცეპტებითა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
- საჭირო პროდუქტის ხარისხის და ეფექტური სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
- ყველა შეკვეთის სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
- სტანდარტების და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტების შესრულება;
- საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
- ჰიგიენის ნორმების დაცვა;
საჭირო უნარები:
- სამუშაო გამოცდილება;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- საცხოვრებელს;
- დაზღვევას;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.