სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო აფიშაში, ჭურჭლის მრეცხავი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო კვების ობიექტებზე. პოზიცია მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს სისუფთავის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მაღალი სტანდარტები.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიაში არსებული ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭურჭლის რეცხვა ა.შ.);
ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
სამუშაო ადგილზე სისუფთავის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
გუნდური მუშაობის უნარი
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)