standart

სამშენებლო უბნის მენეჯერი

19 მაისი - 18 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"Hiteco Group" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო უბნის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობათბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება პროექტით განსაზღვრული ვადებისა და ხარისხის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულებაზე ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება სამუშაო ვადებთან და ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზის ჩათვლით;
  • ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება;
  • ობიექტის მომარაგების სწორად დაგეგმვა, საჭირო მასალების შესყიდვაზე დროული ინფორმაციის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოს მასალებისა და ტექნიკის დროული მიწოდება და გამოყენება;
  • პროექტის რისკების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი პრევენცია;
  • სამშენებლო საქმეთა მწარმოებელთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სუპერვიზია; 
  • პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთობლივი მუშაობა, მათი მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესრულება;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
  • გააკონტროლოს მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • დროულად და სწორად აწარმოოს საჭირო დოკუმენტაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო, საინჟინერო, არქიტექტურულ ან მასთან დაკავშირებულ დარგში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:


  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი  შეზღუდვების გარეშე;
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი   სამუშაო პირობები.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV 



გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com

19 მაისი - 18 ივნისი