სასტუმრო ,,სტამბა’’ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლების დაცვა;
- ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
- პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
- პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
- ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
- სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.