ROOMS-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS Batumi აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში;
- შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
- მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- გამართული მეტყველება ქართულ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.