standart

კომი შეფი

27 მაისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS Batumi აცხადებს ვაკანსიას კომი შეფის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • შეფებისთვის დახმარების გაწევა;
  • კერძის მოსამზადებელი ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • „მიზანპლასის“ მომზადება;
  • შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება;
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
  • სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი.
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/OY3xUCcVuJ
კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
27 მაისი - 26 ივნისი