ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ელექტრო-აპარატურის
ტექნიკოსი (ATM/POS მიმართულებით)- ბათუმში,
,,ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki
Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს
საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს
ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური
გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
,,ბს/2" ჯორჯია
„Penki Kontinentai“
,,ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება
მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში,
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული
წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია,
ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.
,,ბს/2"
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
აღნიშნული პოზიციის ძირითადი
ფუნქცია - მოვალეობებია:
- ATM და POS მოწყობილობების დაყენება, კონფიგურაცია
და მონტაჟი სხვადასხვა ადგილას.
- სისტემების სწორად დაკავშირება ქსელებთან და ფინანსურ
სისტემებთან.
- აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობა,ყველა ფუნქციონალური
მოთხოვნის დაკმაყოფილება).
- რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების
ჩატარება ATM და POS სისტემებზე.
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის
შეკეთება (მაგ. კარტის კითხვარები, ფულის გამცემები, პრინტერები, მონიტორები).
- აპარატების ოპერაციული სტანდარტების და უსაფრთხოების
მოთხოვნების შესაბამისობის მონიტორინგი .
- ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა ATM/POS პრობლემების
მოსაგვარებლად.
- სწრაფად რეაგირება სერვისის მოთხოვნებზე და შეკეთების
ჩატარება შეთანხმებულ დროში.
- უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა
დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან.
- ATM/POS სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების
დაცვა.
- სისტემებზე პროგრამული განახლებები.
- კლიენტებს დაეხმარება ATM/POS სისტემების ფუნქციების
და გამოყენების შესახებ, რათა სწორად გამოიყენონ და მართონ აპარატები.
- სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის
შიდა სისტემაშ (ERP), მათ შორის შეკეთების ისტორია და ჩანაცვლებული ნაწილები,
ATM/POS სისტემების სტატუსების განახლება.
- ATM/POS სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილების
და ინვენტარის საჭიროებების მოთხოვნების გაკეთება პერიოდულად.
რას ვითხოვთ:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა
მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნას;
- ქსელების საფუძვლების ცოდნას (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნას;
- განათლებას ტექნიკური ან IT მიმართულებით;
რას გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული
1,250 ლარი; (კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში ყოველთვიურ ბონუსს 250-400 ლარის
ოდენობით);
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებას;
- საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის
იჯარას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit pass ბარათი:
- სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და
საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
- ავტომობილის დაზღვევას;
- ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
- გამოსაცდელი ვადას: 6 თვემდე.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით,
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,
აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური
მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი
რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა
შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/hYYK5lpc