standart

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

13 ივნისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ინოვაციური გასართობი ონლაინ თამაშების კომპანია betlive ეძებს ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რომლებიც მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარებიან. 


თუკი მომსახურების ინდუსტრიაში უკვე გარკვეულ გამოცდილებას ფლობ ან აღნიშნული პოზიციით დაინტერესდი, betlive შენს მისაღებად მზადაა!

 

რას გააკეთებ?

 

  • უპასუხებ შემოსულ ზარებს: შენ იქნები betlive-ის ხმა და მომხმარებლის გზათმკვლევი!

  • დაეხმარები მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

  • იქნები ამომწურავი ინფორმაციის მომწოდებელი;

რა უნარები უნდა ჰქონდეს კანდიდატს?

 

  • განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • გამოცდილება: გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • კომუნიკაციის უნარი: ჩვენი ძლიერი მხარეა მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის თავისუფლად და გამართულად გაზიარება;

  • გუნდური მოთამაშე: betlive-ის დინამიურ გუნდში კომუნიკაბელურობასა და გუნდური მუშაობის უნარს განსაკუთრებით ვაფასებთ; 

სამუშაო პირობები:


  • კვირაში 2-4 სამუშაო დღე (თვეში 14-16 სამუშაო დღე);

  • დღისა და ღამის ცვლები;

  • ანაზღაურება: 900 ლარი + 30%-მდე ბონუსი!

  • მდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ.

დამატებითი შეთავაზებები/უპირატესობები:

 

  • პერფორმანსზე დაფუძნებული ბონუსი;

  • უფასო კვება;

  • პარკინგი;

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

თუკი ამ ვაკანსიით დაინტერესდი და მზად ხარ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდე, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია: https://wrk.ge/FeEWP1


ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

 

13 ივნისი - 26 ივნისი