მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე ქსელის მხარდაჭერის და აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში.
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (6 სამუშაო დღე)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)
საქმიანობის აღწერა:
- კომპანიის თბილისისა და რეგიონალურ ფილიალებში მიღებული ძვირფასი ნივთების აუდიტი და შესაბამისი აღრიცხვა;
- შეფასების სტანდარტებისა და პროცედურების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა ექსპერტ-შემფასებლებისთვის;
- სალომბარდე ნაწილში, პროცედურული დარღვევებისა და პრობლემების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და კონტროლი;
- ექსპერტ-შემფასებლების პერიოდული ტრენინგების წარმოება, როგორც დისტანციურად, ასევე ფილიალში ვიზიტების სახით;
- რეგიონულ ფილიალებში პერიოდული მივლინებები;
- ფილიალებში მიმდინარე პროცესების ფუნქციონირების ყოველდღიური მხარდაჭერა და კონტროლი, კომპანიაში შემუშავებული სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებაში.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
- საბანკო/მიკროსაფინანსო სფეროს სალომბარდე მიმართულებით, შესაბამის პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
- ძვირფასი ლითონების, სინჯების პროფესიონალური ცოდნა, როგორც თეორიულად, ასევე - პრაქტიკულად; (ძვირფასი ლითონების შემფასებლის დამადასტურებელი სერტიფიკათი - სასურველია ძვირფასი თვლების ცნობა);
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
- მივლინებების სრულ ხარჯს აკმაყოფილებს კომპანია;
ან გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@intelexpress.ge (სათაურში მიუთითეთ ''სალომბარდე ქსელის მხარდაჭერის და აუდიტის სპეციალისტის''
"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!