პრემიუმი

გაყიდვების წარმომადგენელი (პრისეილერი)

30 მაისი - 29 ივნისი
დეტალები
მისამართი
ც. დადიანის I გასასვლელი, თბილისი
ხელფასი
2000-2500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორ-დისტრიბუტორი კომპანია „მედკორი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების წარმომადგენლის (პრისეილერი) პოზიციაზე სტომატოლოგიის/დენტალის მიმართულებით.


„მედკორი“ (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023 ) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს სპეციფიკური დანიშნულების თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებს (მიმართულებები: კლინიკა-ჰოსპიტალები, ინექციური კოსმეტოლოგია და სტომატოლოგია).


პოზიციის აღწერილობა:


  • პროდუქტების  შესწავლა;
  • სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კომუნიკაციის დაგეგმვა;
  • პროდუქციის პრეზენტაცია და სამიზნე კლინიკების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება;
  • მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის გაცნობა გუნდისთვის და ბიზნესის ზრდის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
  • გაყიდვების ოპტიმიზაციის მიზნით საინტერესო ინიციატივების გამოჩენა;

მოლოდინები კანდიდატის მიმართ:


  • კორპორატიული ან/და საცალო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანია;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • დამარწმუნებული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • მიზანდასახული და პროგრესული;
  • გუნდური მოთამაშე;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • საკუთარი ავტომობილი (სასურველია მცირე წვის);

დამატებითი ინფორმაცია:


  • ანაზღაურება: საშუალოდ 2000-2500+ ლარი საწყის ეტაპზე (ბონუსების ჩათვლით);
  • ავტომობილის ცვეთისა და საწვავის სრულად ანაზღაურება;
  • სამუშაო დრო: 40 საათი კვირაში (5 დღე, 10:00-19:00);


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები.


მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

სოციალური ქსელები
30 მაისი - 29 ივნისი