ჩვენი კომპანია, Routestar უკვე მე-5 წელია ამერიკის ბაზარზე ტვირთების გადაზიდვით არის დაკავებული, ჩვენი ძირითადი მოავლეობაა ჩვენ პარტნიორ ოუნერ ოპერატორებს ტვირთის მოძიებაში მოვეხმაროთ და ამ ტვირთთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში დავეხმაროთ.
ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვეთ, რაც გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი კომპანია კიდევ უფრო განვავითაროთ და დავიმატოთ ახალი კადრები. ამ ეტაპზე ვეძებთ ახალ დისპეჩერებს.
პროფესია "დისპეჩერი", ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა, არსებობს სხვადასხვა სადისპეჩერო კურსები და სტაჟირებები. ჩვენ ამ პროფესიას საფუძვლიანად შეგასწავლით სრულიად უფასოდ და ჩვენს კომპანიაშივე დაგასაქმებთ.
დისპეჩერის ძირითადი მოავლეობებია:
- ყოველდღიურად სისტემაში შეიყვანოს მისი ხელმისაწვდომი მანქანები, რომლებისთვისაც შემდეგ ტვირთების მოძიებას დაიწყებს.
- მოიძიოს და გაფილტროს ტვირთები იმის შესაბამისად თუ რომელი მანქანა უფრო ახლოს არის ტვირთის აღების ლოკაციასთან და ეტევა თუ არა ეს ტვირთი მის ხელმისაწვდომ მანქანაში.
- აწარმოოს მოლაპარაკება როგორც, ტვირთის გადაზიდვის დამკვეთთან(ბროკერთან) ისე ხელმისაწვდომი მანქანის მფლობელთან.
- შეამოწმოს საჭირო დოკუმენტაცია რომელიც ტვირთის აღებას ახლავს თან.
- გააკონტროლოს მის მიერ აღებული ტვირთი: ტვირთის აღების წერტილიდან ჩატანის წერტილამდე.
სავალდებულოა:
- ინგლისური ენა
- რუსული ენა
- Google Maps-ის გამოყენება
- Gmail-გამოყენება
- სხვადასხვა ვებ პლატფორმებზე მუშაობა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური
- საქმეზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- სტრესულ გარემოში გადაწყვეტილების მიღება
- პოზიტიური
- მოწესრიგებული
რაც შეეხება ანაზღაურებას: ანაზღაურება ჩვენს კომპანიაში სრულიად გამომუშავებაზეა,
გამომუშავებულ თანხას ემატება ბონუსები რომელიც გარკვეული რაოდენობის ტვირთებზე გემატებათ, რის შედეგადაც ხელფასი საშუალოდ 1000 ლარიდან 4500 ლარამდე გამოდის.
თუ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით, გამოგვიგზავნე CV