ვაკანსია:
საოპერაციო კოორდინატორი
მდებარეობა: თბილისი, მეტრო
გურამიშვილთან
განაკვეთი: სრული (40 საათი
კვირაში)
დეპარტამენტი: საოპერაციო
ვებგვერდი:
www.officemart.ge
ჩვენ
შესახებ:
Officemart
უკვე 12 წელზე მეტია საქართველოში ელ-კომერციის სფეროში ლიდერია. ჩვენს მომხმარებლებს
— კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს — ვაწვდით საოფისე ნივთების სრულ სპექტრს. ჩვენს
წარმატებას განსაზღვრავს ერთგული მომხმარებელი და ძლიერი გუნდი, რომელიც ზრუნავს ხარისხზე,
სიზუსტესა და დროულ მიწოდებაზე.
დღეს
ვეძებთ ახალ გუნდის წევრს — საოპერაციო კოორდინატორს, რომელიც ჩაერთვება შეკვეთების
დამუშავებაში, მარაგების კონტროლში და უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის შეუფერხებელ
მიწოდებას.
შენი
მთავარი ამოცანები იქნება:
- შეკვეთების დამუშავება და შესრულების
მონიტორინგი
- მარაგების მართვა — დროული შევსება,
სტატუსის კონტროლი და გაუთვალისწინებელი საჭიროებების მოგვარება
- კომუნიკაცია მომხმარებლებთან
და გუნდის წევრებთან — სატელეფონო ზარებით და ელფოსტით
- ინვოისების მომზადება და გაგზავნა
- საწყობისა და ლოჯისტიკის მხარდაჭერა
ვის
ვეძებთ:
- კარგად ორგანიზებულს და დეტალებზე
ორიენტირებულ ადამიანს
- ადამიანს, რომელსაც შეუძლია
ერთდროულად მართოს რამდენიმე პროცესი
- კარგ კომუნიკატორს — წერილობითი
და ზეპირი კომუნიკაციის უნარებით
- სწრაფი რეაგირების და პრობლემების
გადაჭრის უნარით
- ტექნიკურად გახსნილ ადამიანს,
ვისაც ექნება Excel-თან და იდეალურ შემთხვევაში ჩვენი სხვა პლათფორმები: Fina -
Asana
უპირატესობად
ჩაითვლება:
- საოპერაციო ან შესყიდვების
მიმართულებით გამოცდილება
- ️ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
- ️Microsoft Excel-ის საშუალო
დონეზე ცოდნა
- მომხმარებლებთან ურთიერთობის
გამოცდილება
რას
გთავაზობთ:
- განვითარებისა და სწავლების
შესაძლებლობას
- გახსნილი, მხარდამჭერი გუნდი
- ანაზღაურება: გამოსაცდელ
(3თვე) პერიოდში 1300 ლარი, შემდგომ 1500 ლარი
როგორ
შეიტანო განაცხადი:
გთხოვ,
გამოგვიგზავნე შენი CV.
შენთვისაა
ეს ვაკანსია თუ:
- გინდა ყოველდღიურად მუშაობდე
ოპერატიულ და სწრაფ პროცესებზე
- გიყვარს სტრუქტურა, წესრიგი
და ორგანიზებულობა
- გინდა იყო პროცესის ცენტრალურ
წერტილში და შედეგის განმსაზღვრელი
- გწამს, რომ გუნდური წარმატება
შენით იწყება