საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას ქომუნითი მენეჯერის პოზიციაზე სათავო ოფისში.
ინტელიექსპრესი საერთაშორისო მსხვილი ჰოლდინგის წევრია, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 / კვირაში 5 დღე
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბონუსი: გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა/ ულიმიტო სასაუბრო დრო/ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა’’/ „ინტელექსპრესის“ ცენტრალური ფილიალი
სამუშაო აღწერილობა:
- არსებულ მომხმარებლებთან საქმიანი კომუნიკაცია და პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- მომხმარებლებისთვის კომპანიის არსებული და ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება და მათგან ეფექტური უკუკავშირის მიღება;
- მომხმარებელთა სამიზნე აუდიტორიებთან მჭიდრო კავშირი ყველა შესაძლო არხით (ფიზიკური შეხვედრები, სატელეფონო, სოციალური კომუნიკაცია..), მათი მოთხოვნების/რეკომენდაციების დამუშავება-გათვალისწინება;
- პრობლემურ ქეისებში ჩართვა და ეფექტური მოგვარების გზების შემუშავება, შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად;
- მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი;
- სხვადასხვა სოციალურ/საჯარო აქტივობებში მონაწილეობის მიღება და პერიოდული სოციალური/საჯარო აქტივობების დაგეგმვა, სეგმენტის ზრდის მიმართულებით.
მოთხოვნები:
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სოციალურ მედია პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაცია;
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარები;
- სხარტი და ანალიტიკური აზროვნება.
რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Hbx1Fcjc ან გადმოგვიგზავნეთ მეილზე vacancy@intelexpress.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "ქომუნითი მენეჯერი"
ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებას!