ინტელიექსპრესი — ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია — აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ვეძებთ კრეატიულ და გამოცდილ დიზაინერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ბრენდის ვიზუალურ განვითარებას და აქტიურად ჩაერთვება ციფრულ მარკეტინგულ აქტივობებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სამუშაო განაკვეთი: სრული | ორშაბათი-პარასკევი | 10:00 - 19:00
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ვიზუალური სტილისა და ბრენდბუქის დაცვა და განვითარება;
- ციფრული არხებისთვის (ვებსაიტი, სოციალური მედია და სხვა) ვიზუალური მასალების შექმნა: ბანერები, პრეზენტაციები, ილუსტრაციები;
- სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების ვიზუალური მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში მარტივი ანიმაციებისა და ვიდეომასალების მონტაჟი;
- საბეჭდი მასალების (ბროშურები, სარეკლამო ბანერები და სხვა) შექმნა — იშვიათ შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში;
- Adobe Illustrator-ისა და Adobe Photoshop-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- Canva-სთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საბაზისო ცოდნა ანიმაციურ პროგრამებში (მაგ. Adobe After Effects);
- ვიდეომასალების მონტაჟის საბაზისო უნარები (მაგ. Adobe Premiere Pro ან სხვა მსგავსი პროგრამები);
- კრეატიულობა, ესთეტიკური ხედვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სტაბილურ დასაქმებას თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
- დიზაინზე რეალური გავლენის შესაძლებლობას – თქვენი ნამუშევარი იქნება კომპანიის სახე.
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Wec7ZiNd ან გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancy@intelexpress.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: “გრაფიკული დიზაინერი“
ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებას!