Rooms Tbilisi აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.)
- ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.).
- ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
- სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
- სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
- სამუშაო ადგილას, სისუფთავის დაცვა;
- ყველა მასალის საღ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
დამატებითი მოთხოვნები:
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.