კომპანია: iPlus
ვაკანსიის დასახელება: პროგრამული კონსულტანტი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
მოგზაურობის საჭიროება: არა
ენები: ქართული (სავალდებულო), ინგლისური (სასურველი), რუსული (სასურველი)
ვინ ვართ ჩვენ?
iPlus არის Apple-ის ტექნიკის, აქსესუარების და სერვისების უმსხვილესი იმპორტიორი რეგიონში. ჩვენს სერვისს უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი ენდო, და დღითიდღე ვზრდით ხარისხისა და კმაყოფილების სტანდარტებს.
რას აკეთებს პროგრამული კონსულტანტი?
თქვენი მთავარი ამოცანა იქნება Apple-ის პროდუქციის შეძენის შემდეგ მომხმარებლების მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით:
მაგალითისთვის:
iPhone-ის და სხვა მოწყობილობების საწყისი კონფიგურაცია
Apple ID-ის, ექაუნთების შექმნა და მართვა
მონაცემების გადატანა ძველი მოწყობილობებიდან
ძირითადი ფუნქციონალის მომხმარებლისთვის გაცნობა და სწავლება
რას ველით თქვენგან?
გულწრფელი სიყვარული Apple-ის პროდუქციის მიმართ
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტაცია
გუნდური მუშაობის უნარი
მოტივაცია და განვითარების სურვილი
რას გთავაზობთ ჩვენ?
სტაბილური სამუშაო გარემო
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
კონკურენტული ანაზღაურება საქართველოს ბაზარზე
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (ხელზე) + ბონუს სისტემა
2 კვირიან სტაჟირებას სწავლებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: HR@iphone.com.ge სათაურით: პროგრამული კონსულტანტი