Remedium System თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სტარტაპია რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია სამედიცინო მიმართულებით ქმნის პროგრამებსა და აპლიკაციებს სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე. კომპანია ორიენტრირებულია მომხმარებელებისა და ექიმებისთვის ერთიანი ტექნოლოგიური აპლიკაციებისა და კომფორტული სერვისების მიწოდებაზე.
როლის მიზანი:
ტალანტების მოზიდვის სპეციალისტის მისიაა კომპანიის ადამიანური კაპიტალის გაძლიერება – ნიჭიერი და შესაბამისიკანდიდატების მოძიება, დაინტერესება და გუნდში აყვანა. როლის პასუხისმგებლობაა შერჩევის სრული ციკლის მართვა, შერჩევის პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა და კანდიდატებისა და ვაკანსიის მენეჯერებისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა.
როლის პასუხისმგებლობები:
- ვაკანსიების საჭიროებების ანალიზი და პოზიციების აღწერილობების მომზადება მენეჯერებთან ერთად;
- საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა (ვაკანსიის განაცხადები, პოსტები, კანდიდატებთან სასაუბრო & უკუკავშირის ტექსტების განსაზღვრა), შერჩევის პლატფორმის საკომუნიკაციო შაბლონების განსაზღვრა&იმპლემენტირება;
- კანდიდატების მოძიებისთვის სხვადასხვა არხების აღმოჩენა/გამოყენება საშუალებით (LinkedIn, CV ბაზები, სოც.ქსელები და სხვა)
- შერჩევის პროცესის ეტაპების და ინსტრუმენტების განსაზღვრა და დაორგანიზება: ინტერვიუ, კანდიდატის დავალება, შეფასებების კოორდინაცია და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
- მენეჯერებისთვის რეკომენდაციების მიწოდება და არჩევანის პროცესში მხარდაჭერა;
- თანამშრომლობის პირობების შეთანხმება და შეთავაზების ეტაპის მენეჯმენტი;
- შერჩვის პროცესის შეფასება, სიახლეების აღმოჩენა და პროცესის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება/შესრულება;
- მონაცემების და მეტრიკების აღრიცხვა და რეკრუტმენტზე რეპორტინგი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან.
კომპეტენციები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- თანამშრომლებთან მუშაობის მაღალი კულტურა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა;
- ტექნიკური როლების შერჩევის გამოცდილება პოზიციისთვის აუცილებელია;
- ყველა საფუხურის როლების შერჩევის გამოცდილება (ტექნიკური/არატექნიკური)
- თანამედროვე რეკრუტმენტის ინსტრუმენტებისა და არხების ცოდნა (მაგ. LinkedIn Recruiter, ATS სისტემები)
- რეპორტინგის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროცესების/პროექტების ორგანიზებისა და დროის მართვის შესაძლებლობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრაზე მობილიზებული აზროვნება;
- ინგლისური ენის ცოდნა (C2/C1).
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ლანჩის უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ლოკალურ და საერთაშორისო ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა დინამიურ და პროდუქტიულ გარემოში;
- ინკლუზიურ და ჯანსაღ გარემოს, მუდმივი განვითარებისთვის.
რეზიუმეს გაგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პოტენციური დამსაქმებლისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემასა და დამუშავებაზე. თუ არ გადახვალთ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპზე, შერჩევის გუნდი შეინახავს თქვენს განაცხადს მომავალი პოზიციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ.