„HOMELAB” წარმოადგენს უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც 2023 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის მომსახურებას. Homelab — ეს არ არის უბრალოდ უძრავი ქონების სააგენტო. ეს არის გუნდი, რომელიც გისმენთ და ზუსტად იცის, რა მნიშვნელობა აქვს სწორ არჩევანს. ჩვენ ვპოულობთ სახლს, ოფისს თუ მიწის ნაკვეთს არა უბრალოდ რუკაზე, არამედ იქ, სადაც თქვენი მიზნები რეალობად იქცევა. სანდო პარტნიორობა, გამჭვირვალე მომსახურება და ბაზრის სიღრმისეული ცოდნა — ეს ის კომპონენტებია, რაც ჩვენს თითოეულ კლიენტს კმაყოფილს ტოვებს.
თუ ახლა გეგმავთ კარიერას უძრავი ქონების სფეროში, გამოგვიგზავნეთ CV, სრულად შეგასწავლით სფეროს და ვიზრუნებთ ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად.
HOMELAB-ს ბენეფიტები:
- კვალიფიკაციის ამაღლება შიდა და საერთაშორისო ტრენერების მეშვეობით;
- კორპორატიული ნომერი და ულიმიტო სასაუბრო დრო;
- ბალანსი ვებ-საიტებზე სამუშაოდ;
- დაფინანსებული მგზავრობა შეხვედრების დროს/ავტომობილი; სასერთიფიკაციო და სალიცენზიო სასწავლო კურსების გავლის შესაძლებლობა;
- ექსკლუზიური შემოთავაზებები კომპანიისგან უძრავი ქონების მფლობელებისთვის,რაც დაგეხმარებათ მარტივად მიიღოთ სასურველი უძრავი ქონება სარეალიზაციოდ;
- გენერირებული ცოცხალი ლიდები (კლიენტები);
- თავისუფალი სამუშაო გარემო;
- სტუდენტური მხარდაჭერა;
ლოკაცია:საბურთალო, კოსტავას 47/57
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00 მდე (შაბათ-კვირა დასვენება)
ანაზღაურება: 1500-5500+
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ვისაც აქვთ გაყიდვების სფეროში გამოცდილება და იციან ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე.
მოთხოვნები:
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- გამართული სასაუბრო ლექსიკა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- შრომისმოყვარე;
- უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას
ან დაგვიკავშირდით: 574 52 63 29