ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ სასმელების და კვების დეპარტამენტის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს Fabrika-ს სასმელების და კვების დეპარტამენტის ყველა მიმართულებას.
როგორც მენეჯერი, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების მიწოდებაზე, შეკვეთების, პერსონალისა და ფინანსების ეფექტურად პროგნოზირებაზე, დაგეგმვასა და მართვაზე.
ინოვაციური სტრატეგიების განხორციელებითა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებით, თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ ჩვენი სასმელების და კვების დეპარტამენტის წარმატების უზრუნველყოფასა და სტუმრების საერთო კმაყოფილების ზრდაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სასმელების და კვების დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მართვა ბიუჯეტირებული რეკომენდაციების და სტანდარტების შესაბამისად;
- სასმელებისა და კვების დეპარტამენტის გაყიდვების გეგმების შესრულება, თანამშრომელთა მართვა და დეპარტამენტის მოგების ზრდა;
- ობიექტის ზედამხედველობა, სამზარეულოს, სერვისის და სამრეცხაოს ყოველდღიური ოპერაციების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
- გამორჩეული მენიუს შექმნაში მონაწილეობის მიღება და მის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- სასმელებისა და კვების მიმართულებით არსებული დოკუმენტაციის, კონტრაქტებისა და ხარჯების სწორი აღრიცხვა და შენახვა;
- სასმელებისა და კვების სფეროში არსებული ახალი ტენდენციების, ფასების და პროდუქტების ანალიზი კონკურენტი კომპანიების ჭრილში;
- გაყიდვების და ღონისძიებების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა მაღალი სერვისისა და პროდუქტის მიწოდების მიზნით;
- გუნდის მოტივაციაზე ზრუნვა, სამუშაოს ეფექტური და ხარისხიანი შესრულება;
- სასმელებისა და კვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა და უზრუნველყოფა (F&B Associate trainings, SOPs, Brand Standards, etc.);
- რეგულარული შეხვედრების ჩატარება სასმელებისა და კვების დეპარტამენტის თანამშრომლებთან;
- დეპარტამენტის შემოსავლებისა და ხარჯების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- მენეჯმენტისთვის გაყიდვების შედეგებისა და პროდუქტიულობის შესახებ ანგარიშების წარგდგენა;
მოთხოვნები:
- კვებისა და სასმელების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office, რესტორნის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, POS) ცოდნა;
- პრობლემების ეფექტურად აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი;
- კვებისა და სასმელების ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
- პერსონალის მართვისა და ფინანსური მიზნების მიღწევის უნარი;
- სტუმრებზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.