პრემიუმი

საერთო სამუშაო სივრცის კოორდინატორი

10 ივნისი - 10 ივლისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კოორდინატორი ფაბრიკას საერთო სამუშაო სივრცეში გაერთიანებული სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის სამუშაო პროცესების მართვასა და მენეჯმენტში აქტიურად იქნება ჩართული. ის პასუხისმგებელი იქნება ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე, შეხვედრების სივრცეების გაყიდვებისა და დატვირთულობის მონიტორინგზე და სივრცეების გამართულ ფუნქციონირებაზე.


ძირითადი მოვალეობები:


კომუნის ჩართულობა და წევრების მხარდაჭერა:


  • უზრუნველყოს სტუმრების კეთილგანწყობის ამაღლება მეგობრული, დროული, ყურადღებიანი და ხარისხიანი მომსახურების ხარჯზე;
  • იზრუნოს საერთო სამუშაო სივრცეების წევრების საჭიროებების წინასწარ განსაზღვრაზე მათ უკეთ დასაკმაყოფილებლად და წევრებისთვის შესანიშნავი გამოცდილების უზრუნველსაყოფად;
  • მიაწოდოს ინფორმაცი ვიზიტორებსა და სტუმრებს ფაბრიკას საერთო სამუშაო სივრცეებისა და მისი შეთავაზებების შესახებ. გააცნოს სტუმრებს მათ მოთხოვნებზე მორგებული შეთავაზებები;
  • უზრუნველყოს ინკლუზიური და კომფორტული გარემოს შექმნა ყველასთვის, მათ შორის მათთვის, ვინც არ არის რეგულარული ვიზიტორი ან წევრი, დასამახსოვრებელი და უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად;
  • ხელს უწყობს ურთიერთობების დამყარებას და კომუნის განვითარებას საერთო სამუშაო სივრცის წევრებს შორის;
  • მონაწილეობა მიიღოს ახალი მომხმარებლების მოძიების პროცესში;

საოპერაციო უზრუნველყოფა:


  • უზრუნველყოს მიმღების ოპერაციები, მომხმარებელთა მონაცემების მოთხოვნა, დაარქივება, რეგისტრაცია და პროგრამულად ასახვა;
  • კოორდინაცია გაუწიოს მარაგების შეკვეთას და ინვენტარის მართვას;
  • უზრუნველყოს საერთო სივრცის და ოთახების მოწყობა და მოწესრიგება, მუდმივად გაუწიოს მონიტორინგი სივრცეების ტექნიკურ გამართულობას და გაუზიაროს ინფორმაციას ტექნიკურ და დასუფთავების დეპარტამენტებს;
  • უზრუნველყოს ფაბრიკას საერთო სამუშაო სივრცის გამართული ფუნქციონირებისთვის სხვა ნებისმიერი აუცილებელი სამუშაოს შესრულება;

ადმინისტრაციული მხარდაჭერა:


  • ყოველდღიური კალენდრის მიხედვით აკონტროლოს წევრებისა და სტუმრების მიერ სივრცის გამოყენება და მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
  • მართოს სახელშეკრულებო პროცესები კომუნის წევრებთან, უზრუნველყოს დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება კომპანიაში არსებული პროცედურების შესაბამისად;
  • მჭიდროდ ითანამშრომლოს კომუნის წევრებთან ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის გასაზრდელად;
  • უზრუნველყოს საინფორმაციო შეტყობინებების მომზადება და გაზიარება კომუნის წევრებისთვის;
  • პასუხისმგებელია ობიექტის წარმატებით დახურვაზე;

მოთხოვნები:


  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და ახალი სისტემების სწრაფად შესწავლის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანგარიშგების მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/GZ6Mie37z1
სოციალური ქსელები
10 ივნისი - 10 ივლისი