Premium

საოპერაციო აღრიცხვის სპეციალისტი

10 June - 10 July
Details
Address
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Hybrid
Working hours
09:30 - 18:30

Vacancy description

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე. 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს
 
ძირითადი ფუნქციები: 

  • სადაზღვევო პროგრამაში ოპერაციების განხორციელება; 
  • დოკუმენტაციის შემოწმება და დამუშავება; 
  • სადაზღვევო პროგრამაში ხელშეკრულებების და პოლისების აღრიცხვა/ცვლილებების განხორციელება; 
  • პოლისების ანულირება; 
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. 
მოთხოვნები:  

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება; 
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); 
  • MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
 
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/ 
Category
Insurance
Slogan
იმოძრავე, იმოგზაურე, იმოქმედე, იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
Socials
10 June - 10 July