Standard

ფილიალის მენეჯერი (ბათუმი)

30 June - 11 July
Details
Address
25 ნიკოლოზ ბარათაშვილი ქუჩა, ბათუმი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
2-3 years

Vacancy description

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა/ ულიმიტო სასაუბრო დრო
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბარათაშვილის ქ. 25

 სამუშაო აღწერილობა:

  • ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება / მონიტორინგი;
  • გუნდის ეფექტური მართვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება / მონიტორინგი;
  • ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
  • არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის.
პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოპერაციო განყოფილებაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სალომბარდე საქმის გამოცდილება (სასურველია).
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
            

''ინტელიექსპრესი'' გისურვებთ წარმატებებს!
Category
Banking and Finances
Slogan
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
30 June - 11 July